შავი ვარდი


შავი ვარდი 

კუდზე
იკბენს
გველი
წარსულს
ვეღარ
ვშველი
კადრები 
მაქვს
ბნელი
აღარავის
ველი
ვარ 
ისეთი 
მთელი
ახლა
როა მთვარე
გათენდება
ბნელი
შემიყვარებს
მტერი
გაიღვიძებს
ერი
და იტირებს
პოეტს
ძეგლად 
ქცეულ
პოეტს.
იმ
დაკარგულ
მომენტს
როცა
კიდევ ერთხელ
კუდზე იკბენს 
გველი.

ახლა
ყველაფერი
უკვე
ნათელია
აღარსად
მივდივარ
აღარსად
მელიან
ჩვენთვის
ყველასთვის
ჩვენთვის
ყველასთვის
იყო  ეს
პირველად
იყო ეს 
მეორედ 
იყო ეს 
მესამედ 
იყო და იქნება 
ვიცი
ფანჯარასთან
ისევ
მელოდები
ვიცი
შენთვის
მე ხომ
ცივი 
ცივი
ზამთარი ვარ
მყარად
მწამს
გამიგებ
სხეულს
ძლივს
მივათრევ
თორემ
სულიერად
სულ 
მთლად
ახალივარ 
ახლა აღარ მქვია 
ალბათ სევდიანი
თვალებ მოციმციმე 
არა ცრემლიანი
ცა ხომ გალურჯდება 
დღე ხომ  გათენდება 
წყევლას ჩაანაცვლებს
სიტყვა რწმენიანი
შენს
ტანზე
ჩემს
თითებს
ადგილი
ვუპოვე
ცეკვსას
იცეკვე
იცეკვე
ბოლომდე 
იქნებ და
ეს არის 
ის ჩვენი
ბოლო დღე
პასუხი მითხარი
იპოვე ბუხარი?
მე ხომ
არ ვიცი
მართობ
თუ ხარ
ის?!
მე ის
აღარ
ვარ
ადრე
ვიყავი
მწარედ
მიყვარდი 
მწარედ
მიყვარდი. 
წითელ ვარდებს 
გამვლელისგან 
ვყიდულობდი
შენთვის
არ ვფიქრობდი
გამერისკა
პირველად რომ
შეგხვდი
ვიცოდი რომ 
გამვლელი
ხარ
მოგონებებს
შევქმნით 
ვიგონებდი
გიგონებდი
ჩემთვის
მხოლოდ
ჩემთვის
ახლა ყველაფერი 
უკვე ნათელია
ახლა ვიცი სადაც
მართლა მომელიან
ახლა  იმედები
სულში სულ
ყვავიან
ახლა
ვიმეტებდი
იმედს
მაგრამ
გვიან
ამ ლექს
შავი 
ვარდი
ნეტავ
ვინ დაარქვა?
ამ ლექსს
შავი
ვარდი
ნეტავ 
რატომ 
ჰქვია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი