ოცი დეკემბერი
იანვარის გვიან ღამით დავიბადე ოცში. იანი ვარ, ადამიც ვარ, თავთავები ცომში. თებერვალი ზამთრის არტი და მის მერე მერე მარტი და აპრილი სულ აშლილი მზის დაისი და მაისი მარტო ვიყავ იყო ისიც ისიც მარტო იყო ისიც და ივნისში გაუარე ივლის ისიც და გადის დრო არ გამისწრო და აგვისტო... ჩამავალი მზისფერად დილის ცაზე სხივები ლექსებიდან სიტყვებად ვლოცულობდი რითმებად არ ვარ ბერი სექტემბერი არ ვარ ბერი ოქტომბერი არ ვარ ბერი ნოემბერი არ ვარ ბერი დეკემბერი ბერია წელიწადის თვეეებში ლოცვა გამომჩენია და დღეს დეკემბერია... ოცი დეკემბერია რა საოცრად თენდება ოცი დეკემბერია. დაბადების ადგილი ეკლესიის პირდაპირ. ჩემი სახლი სტუდიის ეზოს გადაჰყურებდა ძილის წინ კი ყოველთვის ჯვრისკენ გავიხედავდი ყველაც ისე მიყვარდა როგორც იმსახურებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი