მიხაილოვო


ჩემო პატარა მიხაილოვო,
ვიზრდები, წყენა არ დაიტოვო
ალბათ სულ მალე დაგავიწყდები,
დარჩები და მე აღარ ვიქნები

ცარიელ ქუჩებს სხვა დაიკავებს,
ისევ მოხვდები მძაფრად სხვა თვალებს
და ყველაფერი რიგზე იქნება,
შენით უტვინო თუ დაიღლება

და მხოლოდ შენ თუ მორწყავ საფლავებს,
ცრემლები ყვავილს ვერ გაახარებს,
იწვიმებს, მაგრამ მზე სულ ამოვა
დღეს გამოსული ხვალ არ გამოვა

ჩემო პატარა მიხაილოვო
მივდივარ, წყენა არ დაიტოვო
ალბათ ოდესმე დაგავიწყდები,
დარჩები და მე აღარ ვიქნები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი