ხელში ვარდებით
ხელში ვარდებით შემიყვარდები იმ დღის ფიქრები თავში მერევა, მე კი არ ვიცი ეს სიყვარული სხვის სიყვარულში რატომ გერევა, მე კვლავ შენთან ვარ ჩემი განცდებით ლამის გულმაც კი შეწყვიტოს ფეთქვა, ვიცი, ჩემს ტკივილს მე ვერ გავცდები თუმც, რომ თავად დროულად გეთქვა, რად განვიახლე მე ეს ტკივილი თვითონ არ ვიცი, შენ ვით აგიხსნა, ან ვით ჩავახშო სულის კივილი ეს არტახები ან ვით ავიხსნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი