ყოველი დანახვა


ყოველი დანახვა შენი სხეულის
ჩვენი შეხვედრის იმედს მიტოვებს
და უსამანო ფიქრად ქცეული
გაუსაძლისად კვლავაც ითოვებს,

ხელი, რომ დაგადო, შიში არ მიშვებს
ვიცი, შეიგრძნობ მხურვალე თითებს,
შუქიც არ ჰქრება იმის იმედად
იცის, მოგიტან იისფერ იებს,

მერე რა არის, არც არაფერი
შენივე დარდებს თავადვე აქრობ,
მე კიდე, ვდგავარ ყინულის რიგში
გული მტკივა და არაფერს ვამბობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი