მე შენთან მოვალ
ბოლო ღიმილი შენთან შეხვედრის ვერ დამავიწყებს ცრემლიან თვალებს მიმოფანტული სისხლის ჩქეფები დღემდე მჩუქნიან ეკლიან დაღებს ღვინით ხელში ვარ შენთან მოსული გახსოვს გითხარი მე შენთან მოვალ რომ იუკადრისე მხრები ასწიე გადამაბიჯა მთელ მტერთა ხროვამ გავყვები უცხოს, გაყინულ გზებზე იქნებ სადღაც გინახო ბრალი რომ დავიმშვიდო სულიერება რომ გავახილო ორივე თვალი კვლავაც გავყვები სევდის მორევებს, იქნება ერთხელ გამიღო კარი, იქნება ერთხელ მომიდგე გვერდით, იქნება ჩემთვის გათენდეს დარი, დღეს მე ვიტანჯავ საკუთარ სხეულს ადვილად მთქმელი გაიგებს მართალს მაგრამ შენ, უცხოს, ვერასდროს ეტყვი მისი სიტყვები გრძნობებში მარტყამს, არ დაჯერება რთულია შენთვის ჩემთვის კი არა, რადგანაც მიყვარს ვერ გაიაზრებ როდესაც იცი თუ რა გრძნობაა როდესაც გიყვარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი