ყვავილს შენამდე მოაქვს
შენზე ოცნებას ვნატრობ, შენი თვალები მხიბლავს, შენი ტუჩები მათრობს შენი ფერება მინდა შენზე ფიქრები ჭარბობს შენი ხელები წმინდა შენი ფერები მათოვს სულიერება მხიბლავს, შენი გონებით კარგო სულსაც რა კარგად ღვიძავს, შენი ყურებით ბიჭსაც, წყნარადაც, რომ სძინავს ყვავილს შენამდე მოაქვს ჩემი გრძნობები სავსე, ხელები უწყვეტლივ მოგაქვს გული, რომ სიწყნარით გავსებს, როგორ მინდა, შევეგუო ოცნებების ფერებს, როგორ მინდა გადავურჩე მარტოობის ცრემლებს როგორ მინდა, დამიბრუნდე სიყვარულის მჩენი როგორ მინდა, შენი ვიყო, შენ კი გერქვას ჩემი, როგორ მინდა, ზეცას ვარსკვლავები მოსწყდეს, შენთან ყოფნას ვინატრებდი უფლება, რომ მქონდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი