ნისლსა თუ ბურანში
ნისლში, ბურანში ვაწყდებოდი რაღაც არეულს ღვარძლს შეუბურავს ჟამისფერად ზეცა ფირუზი, წლებმა დამტოვა, ვიხსენებდი წარსულს გარეულს მოურჩენელი შემოგვყრია თითქოს ვირუსი, ირგვლივ კვლავ ზეობს სიფლიდე და პირმოთნეობა კაცი კაცს ზურგში უღვთოდ ურტყამს ორლესულ მახვილს, ვიღას შერჩება სიმტკიცე და სულის მხნეობა როცა არავინ ყურს არ უგდებს შენს მოთქმით ძახილს, დადგება დრო და ღმერთი ყველას თავისას უზღავს პირველკაცობის მოსურნეთა გაქრება რიგი, კაცი, რომელიც გვპირდებოდა ცხოვრებას სულ სხვას იმალებოდეს უნდა ახლა ბუჩქებში იგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი