ჩაკეტილი ვარ
ჩაკეტილი ვარ, შინაგანად რაღაცა მახრჩობს გზას ვეძებ, თავი დავიხსნა და სიმშვიდე ვნახო, ყველაფერი კარგადაა, პიროვნება ფასადი დარდობს ვეღარ გავიგე, რა ვწერო და რა აღარ ვხატო, იმედიც არსით არ ჩანს წყეული გზა და ბილიკი შეუკრავს ბარდებს, ჯანგატეხილი, მწირი, ეული ვერ გავქცევივარ მოწოლილ დარდებს, სირცხვილის გრძნობაც უკვე გამიქრა დავმდაბლებულვარ სულით ნულამდე და, მაინც უნდა ტაში დამიკრან რა დამრჩენია დასასრულამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი