აზრები


კონკრეტულზე არ ვწერ საერთოდ
მინდა მიმოვიხილო ჩემი ცხოვრება
ბევრი კარგი მომენტი
ან მამასთან დაშორება

ცუდს ვერ ვიტყვი ვერაფერს
საოცნებო ცხოვრება მქონია
ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ
მე სულ ასე მგონია

ცხოვრებამ უცებ ჩაიქროლა
ყველაფერი მოხდა ძალიან მალე
მაგრამ ყოველი დღე მიხარია
რადგან არ ვიცი რა მოხდება ხვალე

ბევრი რამ არ გამომსვლია 
ბევრი გამისინჯავს წაგება 
მაგრამ სურვილი მოგებისა
ყოველთვის კარგში მადგება

გავიცანი საინტერესო ხალხი
მიყვარს პოეზია და ხელოვნება
მინდა ვიცხოვრო ამით და
ალბათ კარგი მაქვს გემოვნება

ცუდი თვისებაც ბევრი მაქვს
ვიცი ხშირად წყენა
გულიც მიტკენინებია
მწარე მქონია ბევრჯერ ენა

ხალხი მიყვარს ძალიან
არ გამჭირვებია მათი ნდობა
გოგო ბევრი მომწონებია
მაგრამ არ გამომიცდია მთავარი გრძნობა

ხალხი კარგი მყავს გარშემო
უკეთესი რომ წარმოუდგენელია
როცა დახმარება დამჭირდა
პირველი რაც დავინახე ეს მათი ხელია

ხორციელიც ბევრი მომწონს
მაგიჟებს სილამაზე ქალის
განსაკუთრებით მიზიდავს
საინტერესო ჭრილი თვალის

წახემსებაც კარგი ვიცი
გახლავართ კაცი გურმანი
ვარჯიშიც არ მავიწყდება
ამიტომ არ ვარ მსუქანი

ჩემგან ხშირად გაიგონებთ
კარგად მიყვარს ჩაცმაო
ბევრს ალბათ ჩაგეცინათ
პოეტობა მოგვინდომა კაცმაო

მიყვარს ძალიან მუსიკის მოსმენა
მაგრამ საუკეთესოდ ვერ ვმღერი
არ ვიცი რაღაცნაირად 
მიყვარს ყველა და ყველაფერი

მინდა კითხვა დავიწყო
რადგან ბრძნული ბევრმა დაწერა
ბევრს აღარ ვილაპარაკებ
მოკლე იქნება ჩემი თავის აღწერა

ვფიქრობ მშვენივრად მიდის
ჩემი ცხოვრების ეს გზა
ყველა სიტყვა თავისით მოვიდა
არცერთი არ ყოფილა მზა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი