ღვინის სათხოვარი
ღვინის სათხოვარი ღვინომ თქვა, სანამ ვშობილვარ მიკურთხე ფესვი ვაზისა, რომ ვიქცე ბროლის მტევნებად, სიმდიდრედ გლეხის კაცისა! ოდეს დამკრეფ და შენს მარანს მირონად დავეღვრებოდე, მაღალი ღმერთი ადიდე! - ვიდრე არ დავღვინდებოდე! დავღვინდები და მაქციე, ხან ცრემლად, ხანაც ლექსებად ისეთ სათქმელში გამლიე, ცას მივწვდე ლოცვა-ვედრებად! ისეთი სიტყვით შემამკე, მადლი ისეთი გამრიე, ცაში ღმერთს ვეუბნებოდე მადლობას, შენ რომ დამლიე! ოღონდ იცოდე, ერთსა გთხოვ... როგორც არ უნდა გილხინდეს, როგორც არ უნდა ჯავრობდე, და რაც არ უნდა გიჭირდეს - მიხმე და შენთვის უმალვე ვიქცევი მაზიარებლად რომ არ დაჰკარგო სინათლის საგზალი ღმერთის საძებრად! ლადო ციმაკურიძე 05/02/2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი