შენ, ჩემი წმინდა გაზაფხული ხარ!


შენ, ჩემი წმინდა გაზაფხული ხარ!
                                                     ე.ნ.ბ

შენ, ჩემი წმინდა გაზაფხული ხარ! -
მზის სხივებივით ნაზი და თბილი...
ნაშემოდგომარ ყვავილებივით,
რომ მენატრება შენი ღიმილი.

შენ, ზეცის წმინდა სამკაული ხარ! -
თვით ღმერთის მიერ მონატაცები,
ცას რომ ანათებ და მე კი გიმზერ
ჩუმი ოცნებით და აღტაცებით!..

როცა ღრუბლების სამოსს მოიცვამ
და ქარი ზეცას ნისლებს დააფენს,
წვიმაში გავალ და ჩუმად ვითვლი,
კვლავ შენი ხილვის წუთებს, საათებს...

რა იქნებოდა მქონოდა ფრთები?! -
ამოვყვებოდი ქარს ზეცის კართან...
მაგრამ უძლური, მას ჩემს ოცნებას
და მხოლოდ ლექსის სტრიქონებს ვატან...

შენ, ჩემი წმინდა გაზაფხული ხარ! -
უკიდეგანოდ უცხო და შორი...
თვით სიცოცხლეზე მეტი რომ მიღირს,
სულ ერთადერთი, შენი ამბორი!

© ლადო ციმაკურიძე
23.09.2013 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი