მთავარი ღმერთთან ლაპარაკია!


მთავარი ღმერთთან ლაპარაკია!

გული გულობდეს თორე ცხოვრება,
სიზმრად გამკრთალი ერთი წამია...
მთავარი განა სიცოცხლე არის?! - 
უფრო ამ წამის სიანკარეა!
სიკეთე გქონდეს თორე სავალი,
მხოლოდ საცდურის გზა და კვალია.
მთავარი განა ამ გზის გავლაა,
მთავარი გზასთან გასაყარია...
სინათლე გქონდეს თორე სიმართლე,
ხშირად დუმილით უფრო ცხადია.
მთავარი განა მისი ძებნაა,
მთავარია თუ პოვნა გწადია!
გულში იტევდე მადლს უნდა თორე,
უგულო მადლი ვის რად არგია?! -
მთავარი განა გალობა არის,
მთავარი ღმერთთან ლაპარაკია!

© ლადო ციმაკურიძე
15.05.2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი