იისფერ ქალწულს...
იისფერ ქალწულს...
ე.ნ.ბ.
ნეტავ შემეძლოს, მოგწვდე და ერთხელ გეამბორო ხელის თითებზე...
ნეტავ შემეძლოს...
ნეტავ იცოდე რა დიდია ოცნება ჩემი....
შენი ზმანება ისე იქცა ჩემს თანამგზავრად, უნდა იცოდე...
უნდა იცოდე, როგორ ძლიერ გნატრობ და გეტრფი...
როგორც იისფრად სხივშემოსილ ქალწულად შობილს...
როგორც სავანეს პოეტების უმანკო ვნების.
ასე ხარ თითქოს, დასაწყისიც ჩემი სიცოცხლის,
და სამუდამო დასასრულიც ჩემი ოცნების...
და გეძებ, გეძებ, ყველგან გეძებ მას მერე მუდამ,
წამის სიცხადედ შემეყარე ყრმობისას ოდეს.
ნეტავ შემეძლოს კიდევ ერთხელ გიხილო თუნდაც,
ერთი ამბორის სახსოვარი მაინც რომ მქონდეს!...
მინდა გიხილო და ვიმეტებ სულს შენზე მწყურვალს..
რომ სამუდამოდ, ცად შევერთო შენს ზღვისფერ ნათელს...
გამომიწოდე, ოღონდ ხელი გამომიწოდე..
და ჩემს სიყვარულს დრო დაარქმევს შენს უკვდავ სახელს!...
© ლადო ციმაკურიძე
27/12/2020 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი