გთხოვ მაპატიო


გთხოვ მაპატიო!
                      ე.ნ.ბ

გაჩერდა წამი და დაერქვა ჩემი სასჯელი!..
მას მერე ვცდილობ ერთი სიტყვა რომ დაგაწიო...
ის ყვავილები დაჭკნა როგორც ჩემი ოცნება!
რა დამემართა?! - ღმერთო ჩემო, გთხოვ მაპატიო!

რამდენი ხანი და რამდენიც გაივლის მარტი,
იქვე დაგხვდება ჩემი ლანდი გაქვავებული.
რომ ვერ შევძელი, ვერ მოვედი და ვერ გითხარი,
როგორ ვიყავი შენი ტრფობით გატაცებული...

ათასი მოვა გაზაფხული, მოვა და თუკი,
მოგაგონდება ჩემი ლანდი ყვავილით ხელში.
გთხოვ რომ იცოდე, სიცოცხლეში თუ ვერ შევძელი,
ალბათ ლექსებად ჩავსახლდები ოდესმე შენში..

© ლადო ციმაკურიძე
22/07/2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი