ჩემო, ანგელოზზე წმინდავ..


ჩემო, ანგელოზზე წმინდავ..
                                        ე.ნ.ბ

მიყვარხარ ცამდე და იქეთ...
მიყვარხარ უბრალოდ ჩემთვის...
და დღემდე დუმილზე უკეთ
არასდროს არ მითქვამს შენთვის,
რომ გული ოცნების ტყვეა,
რომ ჩემი სულის ხარ ფრთები,
როდესაც აღდგომის დღეა
მეკი უნუგეშოდ ვკვდები!..
მიყვარხარ, მიყვარხარ ისე,
რომ გულით გოლგოთას ვზიდავ! -
გთხოვ, ამ ტკივილისგან მიხსენ,
ჩემო, ანგელოზზე წმინდავ!...

© ლადო ციმაკურიძე
25.04.22

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი