საშობაო ლექსი
საშობაო ლექსი ეძიე ღმერთი შენი, ეძიე! ეძიე თავი შენი ღმერთში, ეწვიე, მზის სინათლეს ეწვიე, იპოვე თავი შენი მზეში! სინათლე დაიტიე, სინათლე, სიკეთე დაიტიე გულში, ოდენ თვალს აახელ იწამე, რომ ქრისტე ღმერთი იშვა შენში! ეძიე ღმერთი შენი, ეძიე! ეძიე თავი შენი ღმერთში, ცხოვრებას წმინდა გულით ეწვიე, და ღმერთი დაიტიე შენში! © ლადო ციმაკურიძე 07.01.18
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი