მარადიული ახალგაზრდობა


მარადიული ახალგაზრდობა

ეძღვნება ილო ნადირაძის და დათო გაფრინდაშვილის ხსოვნას

სადაც სინათლეს დავეძებდით მზით სავსე დღეთა,
სადაც სიცხადეს მოველოდით სანთლების ალის,
დრო გაიყინა, გაირინდა, თითქოს გაჩერდა
და დაასრულა ზეციური მისია მგზავრის!..
 
არც ქარიშხალი, არც წუხილი, არც წვიმის ფენა,
არც ერთი წვეთი მღელვარება მტკივნეულ ხმაში,
თუ აქ სანთლები ბედისწერამ ჩააქრო ყველა,
ალბათ აანთო სამუდამოდ იქ, ზემოთ, ცაში...
 
სადაც სინათლეს დავეძებდით მზით სავსე დღეთა,
სადაც სიცხადეს მოველოდით სანთლების ალის,
სხვაგან ყოფილა, სხვაგან ენთო, სულ სხვაგან ჩქეფდა,
მარადიული ელვარება მზის სხივთა ჯარის!..

© ლადო ციმაკურიძე
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი