08.08.08


08.08.08

გათენდი, მალე გათენდი ღამევ! -
ზეცას აჰყარე შავი სამოსი. -
საუკუნეა ოცნებით ვათევ,
ოცნებით, მზიან საქართველოსი!..

„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ“,
შენი ხვედრია მიწა ქართული. -
გულდაფლეთილი, მუხლმოდრეკილი,
ბრძოლით დაღლილი და დაქანცული...

შენი ცრემლია ყოველი წვიმა,
როგორც ჯვარცმული ერის მშობელის...
და რამდენჯერაც შენს ხატთან მივალ,
ცრემლი გაქვს თვალზე შეუშრობელი.

გთხოვ ნუღარ სტირი, მოგვეც ნიშანი
რომ ივერიის მოდის დიდება! –
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,
შენის წყალობით, რომ გაბრწყინდება!...

გაჰფანტე ბნელი და სამუდამოდ
აჰყარე ზეცას შავი სამოსი. -
საუკუნეა ოცნებით ვათევ,
ოცნებით, მზიან საქართველოსი!..

ეძღვნება ჩემს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, სრულიად საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრს.....

© ლადო ციმაკურიძე
08.08.2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი