ვედრება
ვედრება გზები ათასი აღმართ–დაღმართით, დრო ათასფერი დღითა და ღამით, ცხოვრება უტყვი და უკუღმართი, ნეტავ შეჩერდეს სულ ერთი წამით, მახსოვს მრავალი წამი ნათელი, დღეები მძიმე, დღეები მრუდი, მაგრამ ასეთი ტვირთი აქამდე არ მიზიდია არც ერთი წუთი. ღმერთო მაღალო, ძალა მომეცი, გათენებამდე რომ მომყვეს სული, გადავიტანო ეს მძიმე ბრძოლა, ვნახო მზიანი გზის დასასრული.. თორემ ასეთი სიბნელის ნისლში, მაცოცხლებს, მხოლოდ შენი იმედი და თუკი მალე არ მანუგეშე ძალა აღარ მაქვს ბრძოლისთვის მეტი. ღმერთო მაღალო, დიდება შენდა, იქმენ ყოველი, ნებითა შენით! გემუდარები, ოღონდ ყოველთვის, იყავ ჩემს გვერდით, იყავ ჩემს გვერდით! ©ლადო ციმაკურიძე 07.08.2014 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი