გამოღვიძება
გამოღვიძება შეჩერდი და სანამ ზღურბლს გადააბიჯებ, სულ ერთი წამით ახედე ცას! - იხილე სამყაროს უსაზღვრო კარიბჭე და ჰკითხე საკუთარ გულსა და თავს: რა ოდენ მცირეა დრო სულის ჯალათი? რა უეცარია ცხოვრების გზა? რა სასაცილოა ფიქრი და კამათი - სიცოცხლე წვეთია, თუ დიდი ზღვა?! სინათლით აივსე, დასცინე სიბნელეს, მზე სადაც არ არის ნუ ეძებ ხსნას! ღიმილი ამარცხებს ყოველგვარ სიძნელეს, ყოველგვარ სირთულეს სისუსტეც აქვს! და ისე მძლავრია სამყაროს შეცნობა, თუ სულში იმედის სინათლე გაქვს, ხვდები, რომ ცხოვრება უბრალოდ ერთობა, შენ კი მის გართობას ადევნებ თვალს. შეჩერდი, შეჩერდი, ლოდია უბრალო, შენ კი სიბნელეში გგონია მთა... იქნება დაფიქრდე, გარს შემოუარო, გაცდე და ღიმილით ბოლოსღა თქვა: დიდება უფალო, რომ ამ სიბნელეში, შენით გავარჩიე ღამე და დღე!.. ზღვა, რომ დამიტიე პატარა ხელებში, რწმენით ამავსე და ვიხილე მზე! ©ლადო ციმაკურიძე 19.11.2013 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი