სიმღერა ანოს
სიმღერა ანოს ეძღვნება ჩემს ანის ნება-ნება, დნება, დნება ხელზე ფიფქი თოვლის... ჩემთან ერთად, შენ იქნები ქვეყნად შემძლე ყოვლის! აღმა-დაღმა, უგზო-უკვლოდ, დროის ფრენა-ფრენით - მებრძვის ფიქრი უშენობით, თან მაცოცხლებს შენით! ნელა-ნელა, რწევა-რწევით ცაზე გორავს მთვარე... მენატრები პაწაწინავ, მოდი ჩემთან მალე... ©ლადო ციმაკურიძე 2008 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი