მგზავრის გზა
მგზავრის გზა... მგზავრი, ქვეითი, შროშანით ხელში, უუნაგირო ცხენის ლაგამით... შორიდან სადღაც შორს მიმავალი, უსიერ ტყეში, წვიმაში, ღამით... ცას შეჰკივიან კლდიდან ყორნები, ქარი აწამებს ბებერ ქარაფებს, მგზავრი მიჰყვება ეკლიან ტრამალს, მეხის გავარდნის ელვით ანანთებს... ყვავილით ხელში! შიშველ ფეხებით! - მიარღვევს უკუნ, მრუდე სიბნელეს, ჭარმაგი ცხენი აფხიზლებს ქშენით, და ამაყ კისერს ურჩად იღერებს!... რა მზე უნთიათ ნეტავი გულში?! - ან რა გზა უდევთ წინ გასავლელი?! რომ ამ წყვდიადის შავ-ბნელ უფსკრულში, არცერთს აშინებს გზა განსაცდელის?! - გაივლის ჟამი, საყვირის ხმებით, გააპობს ზეცას მეორე ჯვარცმა! - შემოგვესმება ძახილი ღმერთის, რომ ძეა მისი და მკვდრეთით აღსდგა, რომ განკითხვის ჟამს, მესიის მოსვლით, სიბნელის ყველა ტყვესა და მძევალს, მიაგებს პასუხს და ჩუმი ლოცვით, შროშანით ხელში - მიაღწევს მწვერვალს! © ლადო ციმაკურიძე 10.02.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი