ქარის ამბორი
ქარის ამბორი... ქარი აყრის ქედებს დილის ნისლის ლანდებს, ცვრის სამკაულს მიმოაბნევს ქერის ყანას, ჩამოკიდებს მზე სხივების ფერად ფარდებს, გადარეკავს ღრუბლებს როგოც ცხვრების ფარას... აიშლება ჭირვეული ზენა ქარი, და თავთუხებს დააცხრება ვნების ჟინით, ლერწამს ჟრჟოლვა გადაურბენს უეცარი, ნაზად დახრის ამბორისგან თავს სირცხვილით.. დააპკურებს ღამენათევ მწყერის ბუდეს, სირცხვილნარევ წმინდა ცრემლებს სიყვარულით... გადაუშლის გულს და ჩუმად ფიქრს გაუმხელს, ისიც ცაში აიჭრება სიხარულით... აფრინდება მზის სხივებს რომ ჩაეკონოს, სანამ მოვა ჟამი მკის და ნადირობის... ...მერე ქარი ჩამოჯდება ყანის ბოლოს, წვიმას უხმობს და გაანდობს ამბავს ყრმობის... © ლადო ციმაკურიძე 18.02.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი