ვაზის სადიდებელი
ვაზის სადიდებელი ვაზო, ნაზარდო ლოცვითა, მადლით მოსილო უფლისა, დამხვედრო, გამცილებელო ჩვენ კაცთა წუთისოფლისა... ღვინოვ ხარებით შექმნილო, ხარების მზეო ნათელო - ღმერთთან სისხლითა ზიარო, კაცთა სულისა სანთელო... გვალხინე წუთისოფელი, ზიარი გვეყავ ღმერთთანა, დაგვიტკბე პური და ხემსი, ლხინით აავსე ქვეყანა!.. ხარება შენსა გამჩენსა, შენსა გამზრდელსა მდელოსა! - ხარება შენზედ მზრუნველსა, შენს მშობელ საქართველოსა! 20.07.2019 ლადო ციმაკურიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი