ცადაფრენა


ქარი აჰყრის დილის სიზმარს ქერის ყანებს.
წვეთებს უხვად დაიფერთხავს ნისლის კალთა.
სიჩუმეში გზის იდუმალ სიანკარეს
გადათელავს თქარათქური ცხენის ნალთა.
ქერის მორევს დაატყდება ტალღა ქშენის,
მოედება უცებ როგორც ვნების ცეცხლი,
წამით ცისკენ აიჭრება დედა მწყერი,
ოქროს სხივებს შეერევა როგორც ვერცხლი...
აფრინდება ფრთებს მიაწვდენს ზეცის კიდეს -
ეს აფრენა უკანასკნელს ჰგავს ვედრებას! -
მერე ისევ დააცხრება თავის ბუდეს
და დაუცდის გარდაუვალ „ქრისტეს ვნებას“...

08/09/2026
ლადო ციმაკურიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ნამდვილი სიმბოლისტური ფერწერაა♥️

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი