მე რომ შემეძლოს...


მე რომ შემეძლოს...
და თუ სიტყვები ასეთი არის...
მე აგიხსნიდი,დაგაჯერებდი...
რომ მე ვარსებობ აწ და მარადის!
და რომ სიკვდილიც 
მე ვერ გამაქრობს...
თვით სიყვარული მარადიული
განგმირულ ხელის
გულებზე გამათბობს!
უკუნისამდე,აწ და მარადის...
მე რომ შემეძლოს...
და თუ სიტყვები ასეთი არის,
მე ვილოცებდი ამ ქვეყნად მცხოვრებ ანგელოზთათვის...
არ ჩავიდებდი გულში ტკივილებს...
არ ვინანებდი არც ერთ შეცდომას!
და რომც ვტიროდე შურისძიებით...
მე ვისწავლიდი სხვისთვის შენდობას...
შენდობას არა ღვთის გულისათვის,
არა სინდისის დასამშვიდებლად!
ვფიცავარ,შენთვის ერთადერთისთვის
ჩემი არსობის დასამტკიცებლად!
უკუნისამდე,აწ და მარადის...
მე რომ შემეძლოს...
და თუ სიტყვები ასეთი არის,
მე ვილოცებდი ამ ქვეყნად 
მცხოვრებ ანგელოზთათვის!

(ვ.წ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი