არის ტაძარი...
არის ტაძარი, არის სხეული- შენი ხელები მთლად მილეული... არის თვალები გულწრფელი, სუფთა, რომელიც დუმდა, ტაძარიც დუმდა... არის სიმშვიდე, არის ნაღველი... თვალებში ლოცვა, ხელში სანთელი... მდუმარება და მკრთალი ფერები, საკმევლის სუნი... შენი ხელები... არის ფარული, არის კეთილი სევდა შავ-თეთრი და გახეთქილი... როგორც სიკვდილი, როგორც სიცოცხლე... არის შეცდომა და გაკვეთილი! არის ტაძარი, არის სხეული- შენი ხელები მთლად მილეული... არის თვალები გულწრფელი, სუფთა... რომელიც დუმდა, ტაძარიც დუმდა... ვ.წ. 💜
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი