ჩემი სხეული სიბნელეს ერწყმის...


ჩემი სხეული სიბნელეს ერწყმის...
ყოველ ნაბიჯზე უჩინარდება,
ჩრდილებში ისევ ჩურჩული მესმის...
და წასვლა ისევ მიგვიანდება...

ისევ და ისევ ვაღამებ დღეებს,
ლამპიონებიც ქრებიან თვითონ...
სხვისი თვალებით ვუყურებ ხეებს,
სხვისი სხეული მატარებს, ვითომ...

აი,წარსული სხვისი ტივტივებს,
აი,ვუყურებ უცხო მომავალს...
უცნობ სახეზე მე ვით შეშლილი,
უიმედობის ვიმკი მოსავალს...

განთიადიდან ბოლო სხივამდე
დაშანთულ გზებზე ვაგროვებ სითბოს...
ვაგროვებ კიდევ უიმედობას...
იქამდე,სანამ სიბნელე მიხმობს!

ჩემი სხეული სიბნელეს ერწყმის...
ყოველ ნაბიჯზე უჩინარდება,
ჩრდილებში ისევ ჩურჩული მესმის...
და წასვლა ისევ მიგვიანდება...
(ვ.წ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი