შუშის თვალებს...


წყლის წვეთები,ლურჯ თითებზე...
სული უკვე ბნელ დილეგში კანკალებს...
შუშის თვალებს აწვიმს კდემა...
თითქოს,ზეცა
ზედ მთლიანად დაცალეს...
ონკანს,ტუჩებს და წამწამებს
თბილი სისხლი აჩუმებს...
დაბნელდა და ჩაქრა მზერა,
მაგრამ სიკვდილს აქ სინათლე აჩუქეს!
როგორც გამსკდარ მიწის ნაპრალს,
კანს  ნაკადი ეფერება...
და შავ-ბნელი დილეგიდან...
ონკანს,ტუჩებს და წამწამებს
ზედ იები ეფინება...
ოთახებში თაროებზე
წიგნებიდან წყალი მოჩქეფს...
სიბნელეში, სავარძლებს ქვეშ
ფერიებმა კვნესა მორთეს!
დღე და ღამე სარდაფები,
სადაც სულებს არ აქვთ შვება...
აბაზანის ცივ იატაკს
უსასრულოდ ემსგავსება...
წყლის წვეთები,ლურჯ თითებზე...
სული უკვე ბნელ დილეგში კანკალებს...
შუშის თვალებს აწვიმს კდემა...
თითქოს ზეცა
ზედ მთლიანად დაცალეს...
(ვ.წ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი