ბელტები
ცივი ფიფქები ცივ ძეგლებს ათოვს, ცარიელ ქუჩებს გადააქვთ ყინვა. ამ ღამის ზიდვა მომიწევს მარტოს და მარტოს მისი სიჩუმე მტკივა... თოვლის ბელტები გზებზე დანგრეულ, დაშლილ სასახლეს წააგავს,თითქოს... და ბელტებს შორის ვხედავ დამშეულ ხეების ტოტებს,სითბოს რომ ითხოვს. ვხედავ-მირბიან ლამპიონები, როგორც გაიქცა გულიდან სევდა... ვიგრძენი-შიგნით შეწყდა ომები და კიდევ სადღაც ხმაური შეწყდა. მინების მიღმა თეთრი მთებია, ძალზედ გულგრილი და მაინც სუფთა... ვიღაცას სადღაც ახლა ფრთები აქვს, რადგანაც ადრე გაფრენა სურდა. ცივი ფიფქები ცივ ძეგლებს ათოვს, ცარიელ ქუჩებს გადააქვთ ყინვა. ამ ღამის ზიდვა მომიწევს მარტოს და მარტოს მისი სიჩუმე მტკივა... (ვ.წ) 16.03
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი