აკლდამები


გესმის როგორ წივის ქარი,
როგორ კრთიან აკლდამები?
აგერ,ადგა ერთი მკვდარი,
არა,ადგნენ ირგვლივ მკვდრები!

ქარი გვკაწრავს დანის პირით,
გვემუქრება ბასრი ენით
და სიბნელის შავი გმირი,
დაგვტრიალებს ბოლთის ცემით...

გესმის ხმები სიბნელიდან,
მკრთალ ხეივანს რომ გაუჩნდა?
იქნებ გესმის რხევა ფრთების,
 აკლდამებს რომ გადაურჩა...

ქვები ბრწყინავს მთვარის შუქზე
და იღვრება ბოლო ცრემლი..
ქარი გვკაწრავს დაუნდობლად,
დაუნდობლად ბრწყინავს ქვები.

გესმის როგორ წივის ქარი,
როგორ კრთიან აკლდამები?
აგერ,ადგა ერთი მკვდარი,
არა,ადგნენ ირგვლივ მკვდრები!

(ვ.წ )
10.02.22

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი