იქნებ...


იქნებ შენია ბრალი,
იქნებ იმის რომ მეძებ...
დაგბრმავებია თვალი
და ვეღარ მხედავ გვერდზე.

იქნებ არავინ არის,
იქნებ არავინ გელის...
გარდა დაშლილი მთვარის,
ტბაზე ფოლადის ფერის.

იქნებ ბედია შენი,
იქნებ აიმღვრა გზები...
და შეპყრობილი ძებნით,
შენ ისევ ისე ცდები.

იქნებ მე შევცდი მარტო,
იქნებ გაგიშვი ხელი...
და ამ შეცდომას ვდარდობ
უკვე მრავალი წელი.

იქნებ ჩემია ბრალი,
იქნებ იმის რომ ვერ ვძლებ,
და მარტოობით მთვრალი,
მე ვეღარ გხედავ გვერდზე.

‌06.04.22
♥️💫

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი