წითელ ძაფებს...


სათნო მზერა-შენი სული...
ჩემსას ახვევს წითელ ძაფებს...
ისევ გხედავ ძილბურანში,
ხელებს მკიდებ ღამენათევს...

თითებს ვითბობ შენს ლოყაზე...
კვლავ  მატყვევებს შენი მზერა...
ვიცი, სადღაც რომ არსებობ,
მელოდები...ამის მჯერა...

ვეფერები შენს მკრთალ ტუჩებს
ნაზად გკოცნი წამწამებზე...
მეშინია გაღვიძების...
და მით უფრო,ამ წამებზე...

შენ მეხვევი ძლიერ, ძლიერ...
მე კი სურნელს ვიმახსოვრებ...
ჩამეხუტე კიდევ სიზმრად,
მე ამ წუთებს ვისახსოვრებ!

სათნო მზერა-შენი სული...
ჩემსას ახვევს წითელ ძაფებს...
ისევ გხედავ ძილბურანში,
ხელებს მკიდებ ღამენათევს...

(ვ.წ)

23.10.21
♥️💫

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი