ვარდის სურნელი


ვარდის სურნელი
შენს თავს მახსენებს,
შენი ყოველი 
მიმოხრა მახსოვს...
და ეს წარსული,
მივიწყებული...
მე მინადგურებს
ყოველგვარ აწმყოს...

ვნებათაღელვა 
შენი მიმიკის 
ახლაც იღვიძებს 
ჩემს გონებაში,
შენზე მკაფიო 
და რეალური 
არავინ იყო 
ჩემს ცხოვრებაში...

ახლა მე მესმის
შენი თვალების...
უხმო სიტყვები 
ღრმააზროვანი...
შენგან უთქმელი
ჩუმი ტკივილის 
მძაფრი შეგრძნება 
დანატოვარი...

როცა გიხსენებ,
შენ ისევ სუნთქავ,
ცოცხლდება შენი
ჭრელი სამყარო...
ვეცდები მახსოვდე
ასეთი ნორჩი,
ვეცდები კიდევ 
დიდხანს გატარო...

წითელ ვარდებში
წითელი ბაგე...
ზმანებად იქეც
ვარდის სურნელით...
შენი ღრმა მზერით
სიყვარულს ბადებ...
ახლა მე მესმის
შენი სრულებით.
                   
                         💜💫
( ვ.წ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გარჩაპროგრამისტი2 წლის წინ

ვაჰ, კარგია ❤

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი