ქმარს


ლამპიონების შუქზე შენ მიმზერ,
მიკოცნი ტუჩებს ვნებამოწოლილს.
ჩამესმის ისევ,რომ ჩვენ ვართ ერთი
და ეს სიტყვები არ გავს მოგონილს.

როგორ არ მყოფნი,როგორ ვერ ვძღები
შენი თბილი და სათუთი  ბაგით...
და რომ არ მინდა გათენდეს მალე,
ვებრძვი საათებს და ვტკბები ამით.

ვტკბები,შენი გული რომ ცემს
და მშვიდი სუნთქვა მიქარვებს დარდს.
მგონია,მივხვდი,ვფიქრობ, რომ ჩავწვდი-
ვის ეძახიან ამ ქვეყნად ქმარს.
 
ვ.წ 💜

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი