წამწამები
მე შენი მწამს,როგორც ღმერთის, როგორც მისი ათი მცნება. ბიჭო,შენი წამწამები წარმოსახვის საზღვარს სცდება. მწამს,რომ შენ ხარ ჩემს ძარღვებში, როგორც ფიცი,როგორც ვნება... და ეგ მზერაც მორიდებით ცალკე არის ხელოვნება. შენ ხარ ქვეყნის ოთხი მხარე ოთხი ძალა,ეს ცხოვრება. კოსმოსში და უფრო გარეთ... შენ ხარ ყველა საოცრება. მე შენი მწამს,როგორც ღმერთის, როგორც მისი ათი მცნება. ჭეშმარიტად ასე არის, ასე იყო და იქნება. (ვ.წ) 💜💫 10.01.24
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი