სიზმარი


თვალთ მიბნელდება,თითქოს ბნელდება
თვალის ახელას ვცდილობ ამაოდ,
შენი ნათქვამი სიტყვები ძველი
თითქოს მამშვიდებ,თითქოს და მღერი.

ისევ დაღამდა ეს ბნელი ღამე
და უჩვეულოდ გამოჩნდა მთვარე,
მთვარე მახსენებს იდუმალ ღამეს
ღამეს როდესაც პირველად გნახე.

ის ღამე იყო იმ გაელვების
რომელიც გაჩნდა იმ წუთას ჩემში,
დაგინახე და თითქოს გავქვავდი
დროც კი გაჩერდა იმ წუთას ჩემთვის.

იმ მთვარის შუქზე ლანდად მოსჩანდა
შენი ლამაზად გაშლილი თმები,
თვალები თითქოს ოდნავ წყლიანი
მისჩერებოდა იდუმალ მთვარეს,
და სიამებით ბრწყინავდა თითქოს
ცას მოსწყვეტოდა ლაღი ვარსკვლავი.

შენ კი უეცრად გაქრი შუქიდან
და იმ ადგილას გაჩნდა ენძელა,
მე კი ის ღამე დამრჩება გულში
როგორც იმ ადგილს ნაზი ენძელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი