აპოკალიფსი
შეჩერდა წამი,თითქოს უძრავად ჰქმნიან ჰანგები ნაზ მელოდიას, თითქოს ბუნებას მოსწყვიტეს სული თითქოს შავთეთრად აღარ ძგერს გული. მოცარტს მუზები შემოჰფანტვია ბეთჰოვენს ნოტი თავდაუმარცვლავს, იდგა სიჩუმე დიად ნანატრის თეთრ მოკაშკაშე სამოთხის კართან. აღარას კურნავს წამი უებრო სულს უკვდავება სდებია დაღად, რომში პიზის კოშკ გადახრილიყო პარიზს ეიფელ ფეხ წამომდგარა. ღრუბლებს წვეთები გამოლეოდა წვიმით რომ მიწას ნოყიერ ნამავს, ლალ და ზურმუხტ ფერს გამოსჩენოდა თვალთა მტაცებელს ამუქებს შავად. მიწას ბალაზი შემომხმარიყო გვალვის ბზარები ამჩნევის ავად, ზეცას ჩიტები კვლავ გამქრალიყო მიმინოს ფრენა ეკრძალვის ლაღად. აპოკალიფსურ ვნებათა ღელვის შიშს დაუძაფრავს ველები ქვეყნის, უფალი ამბობს ნუ შეშინდებით უფლის სიტყვაა ილოცეთ ჩემთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი