მოყირწლულ ზმანებებში
ყვავილი ჭკნება და მე ვცურავ ზღვაში კუ იტეხს ბაკანს და გადადის ტრანსში ჰადესი ბობოქრობს ჩანგალი წითლდება პაპი "ბულით" ტრაკს იწმინდავს კვებითი ჯაჭვი მტკიცდება სენატი კი დუმს ნუთუ მართლა იწყება? ნეონის ნათურებით გაჩაჩხულ ექსტაზებში სევდის წვიმებს ვინ მოითვლის ბრილიანტის წამებში ყალიბში ჩაყრილ ხვეულებს ნერვული კვანძი უსკდება ლიზოსომა წოვას არ წყვეტს ყველაფერი იქნება! მასობრივი ნარცისიზმი ინექციით ჩხვლეტს განურჩევლად უბადრუკთ თუ იღბლიანთა ხვედრს მამლაყინწა ნემსის ეფექტს აფექტი ვერ ვნებს! მსხვერპლი კვნესს... ჩარჩოებში ჩამოსხმული აზროვნება ჩქეფს! დაუხავსავ, დაუჭანგავ ლიანდაგის რელსს მარტოხელა ჭიანჭველა მარტოდმარტო კვეთს ლოგიკურად ისიც ფიქრობს: ნეტავ მეეც? ზნეობრივი მაქმანები სიგიჟეთატემპს საბურველში ჩაუჩრდილავს ისე რომ ვერ ძლებს!!! მორალურად გაქარწყლებულ „უპიროვნო“ მკვდრებს სულის გალიებში უხმობს შინაგანი „მე“ ბედ-იღბალ-დაიმედებულ განსასჯელის დღეს ანგარიშის გასწორება უაზრობად ჟღერს... ტანჯვა-ურვა ტკივილს ხსნის და განცდებს უკვლევს გზებს ციკლურ სვლათა უაზრობას ილუზია ჟღენთს... აბსტრაქციას ეცდები და თუ გაუწვდი ხელს მაინც ვეღარაფერს შეცვლილი სურვილების მეტს... ვაკუუმურ ნატვრებს მიღმა ღრმად ჩარჩენილ ყბედს კრისტალად აქვს ფრაზა: ღმერთი მოკვდა გაუმარჯოს ღმერთს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი