ასტრალური არდადაგები
შავი სულებით მობურძგნული იალაღები კატის კნავილი მძვინვარებით, შუქნიშანს გირთავს ფიქსირებული სასოება ისუნთქავს მტვერს და ანაზდად ნაბიჯს მიაკვალავ წიაღთა ბურუსს ავდართა ყოფას მიუცია მეგაიმპულსი საათის ისარს მოუდრიკავს ამაყი მზერა, სულთშეზაფრული ატმოსფეროს დიად მასივებს ჩაუბარდნია იმედების ინკუპატორში. იავარდქმნილი ნასოფლარი რადიაციას აღვირახსნილი ეშმასათვის გადაუცია, ლერწამთსპეტაკ და გულამოსკვნილ ცრემლთა ნაკადებს, წერილი მიაქვთ კლინიკური გარდაცვალებით. თავძირმოდრეკილ ჭიაყელას არიფათებში ცბიერ ღიმილით გარდუსახავს მისი აზრები. ჰაერი მიწვდის ჩამომხმარ და გაშხურკულ ხელებს და უფათურებს ჩემს სულიერ განცდების ბადეს. ყოფის არე კი შევიწროვდა ერთობ გრძნეულად, აკორდულ მარშებს მიუციათ ტემპები, ლაღი. დემორალიზმის კვალი მოლაღლაღობს სიოს ტალღებში უნებო ნება, იმსჭვალება, ფიქრთა დინებით ლაფამოსვრილ და უსიცოცხლო, უარსო არსებს შეყოვნების პარტიტურა კი ეგზომ დრომოჭმულად გასდევს და სიმწრით გულჩაზიდვებული საწყისები მწვავს მე!!!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი