ამ ღამით


ამ ღამით სევდა დიადია უხმო საფლავს ჰგავს,
მთავრის ბნელ სხივებს თანაუგრძნობს გული მწუხარედ,
ჰქრის მარტოსულად ქარი თითქოს სიოს წააგავს,
დასერილ ცაზე უცნაურად ჟღერს სილამაზე.

ამ ღამით შუქთან დიადია სიბნელის ფონი,
ცაზე სინათლის წარმოქმნა სურს საბრალოდ ელვას,
ამ ღამით ჩემში გაიღვიძებს გრძნობა დიადი,
და შეუდგება კიდევ ერთი შედევრის წერას.

ამ ღამით მინდა დავინახო სიზმრები ცხადად,
არ გამეღვიძოს მათში დავრჩე ისევ მწუხარედ,
დამესიზმრები და იქნები სულ ჩემი მარად
არსად გაქრება როგორც უწინ ეგ სილამაზე.

ამ ღამით წყვდიადს გაანათებს ჩემი გრძნობები,
სადამდე შეძლებს განათებას მალე ვიხილავთ,
გპირდები შუქი შენს გულამდე მაინც მიაღწევს, 
მიხვდები, როცა მათში შენს თავს ამოიკითხავ.


ამ ღამით მხვდები კიდევ ერთხელ ჩემს სამყაროში,
ანგელოზივით თმაგაშლილი როგორც იქამდე,
კვლავაც სევდიანს დაუნდობლად მჩუქნი შენს ღიმილს,
და ისევ ცდილობ ჩემს გულში რომ გაუჩინარდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი