ომი


ბავშვობა არ მაქვს, თითქოს არც ვიყავ
ცოცხალი მაშინ, ნისლში ბოროტში
თვალები სჭვალავს და მე განვჭვრიტავ
როგორ ვიღიმი მომავლის ბრბოში.

ირგვლივ ხმაური, ყვირილი, ჟლეტვა
გონებას ფანტავს, თითქოს და მიცდის
როდის დავუგდებ ყურსა და მხედავს
რომ მე სხვას ვუსმენ, ფიქრების ტირილს.

მე ხომ ბავშვი ვარ და მაინც ისმის
ირგვლივ ხმაური, ყვირილი, ჟლეტვა,
მაინც ვიღიმი და ვფარავ ტკივილს
თითქოს ჭრილობა არა მაქვს ზედა

და ხმაი მესმის ბუნდოვნად მისი
შიშით ვცახცახებ არ ვიმჩნევ ზედა,
არ დაანახო ტკივილი შენი
ასე გვასწავლა ცხოვრების ხედვამ.

თვალები სისხლით ივსება. ცრემლი.
თმა ყალყსა დგება. შიში! რა? შიში!
გინდა თქვა სიტყვა მაგრამ ვერ ჰბედავ
ის ხომ მოვა და გიპირებს სიკვდილს.

ჩურჩული მესმის, ხმები უცნობი
თითქოს ტრიალებს თავში..თქვენც ხედავთ?
მიმათრევს თითქოს ღრმად, ღრმად უფსკრულში
თუმცა რთულია ითხოვდე შველას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი