ცუნამი
ნეტავ შემძლოს შენი ღიმილის, შენი თვალების კვლავ ისევ ხილვა, შენი ტუჩების, შენი ხელების, ჩვენი სულების კვლავ ისევ შერწყმა. მიყვარდი, მაგრამ ჩემი გრძნობები შენთვის საკმაო არა ყოფილა, მიყვარდი, მაგრამ ჩვენი გრძნობები საერთო ნეტავ როდი ყოფილა. ყველაფერს დრო ხომ მაშინ წაიღებს როცა სახეზე ღიმილს იხილავს, ყველაფერს ეს დრო გაანადგურებს და დაგვიკარგავს ხალისსა დღისას. მაგრამ დღეს მაინც ვზივარ სევდიან და გადავჰყურებ წუთებსა მკვეთრსა ნათელსა თბილსა მოკაშკაშესა ხალისით სავსეს ეჰ..ნეტავ, ნეტავ ნეტავ იმ ღიმილს შენსას მოჰგვრილსას, ნეტავ იმ თვალებს ვარსკვლავთ მნათობსა, არაფერ შეცვლის, ვერვინ გააქრობს ამა გრძნობებსა გადაკარგულსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი