დინება
ბავშვობაში ამოვწურე ტრფობა შეველიე გართობას და შევეჭიდე თრობას ვერა და ვერ დავასრულე თხრობა აღარ მინდა მარად მარტოობა გამოვცალე მერამდენე ჭური მუდამ მახლდა ვაება და ჭირი წმინდა ფიქრებს არ დავუდე ყური მერამდენედ ავიმყრალე პირი გარეთ დღესაც გრიალია ქარის აღარ დადგა ეს ნანატრი დარი კერას ისევ ნაცარია ცივი ვერ გავათბე ნასახლარი ვჩივი ღმერთთან ისევ ცხარე დიალოგი ფიქრის დოგმას აღარ აქვს პროლოგი მერამდენედ გავათენე ღამე მომდევნო თავს ქვია,შენ და მე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი