გოდება
მეც ხომ ლოთი ვარ შენის მსგავსად გალაქტიონო შენის მსგავსად მეც მიზიდავს სიკვდილზე ფიქრი ღამით გხედავდი აჩრდილებში ჩემო ბატონო როდის შემხვდება განთიადზე მე შენი ჩრდილი მეც გამიტყდა გული ბევრჯერ გული ყმაწვილის მივეჩვიე უბედობას როგორც სამშობლო ალბათ ეს დღეც უსუსურად ჩუმად ჩაივლის ვინ ვარ შენს ფონზე პოეტობა რომ დავიბრალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი