ცრემლები კომპიუტერის გამოსხივების ბრალია თუ შენი?
დღეს უკვე მერამდენედ მევსება თვალები ცრემლებით. რატომ? რა უნდა იყოს ჩემი წამალი? ნუთუ მართლაც ისეთი ადამიანი, რომელიც გაიგებს თუ რა მინდა რატომ და რისთვის. ალბათ, მაგრამ ეგეთი ჩემთვის ჯერჯერობით კომპიუტერია. ის რასაც მოვისურვებ ყველაფერს მაჩვენებს და მეხმარება, მაგრამ გრძნობებს ვერ გადმომცემს არ შეუძლია ჩამეხუტოს და ორიოდე ტკბილი სიტყვა გადმომიგდოს, რომელიც ზოგჯერ ჰაერზე მეტად მჭირდება. ისევ ამიცრემლდა თვალები, რა ჯანდაბაა?! ალბათ კომპიუტერის სათვალე უნდა ვიყიდო. თორემ ჩემ თვალებს „ხანა“ ექნებათ. სად ვიპოვო ასეთი ადამიანი? ინერნეტ მაღაზია არ არსებობს? არსებობს ადამიანი, რომლის დანახვაზეც მუდმივად მეღიმება, მაგრამ არ ვიცი ისიც ასე ფიქრობს თუ არა მე არ მინდა პირველი ვიყო ეს ერთხელ გავაკეთე და საქვეყნო დაცინვის მეტი არაფერი მოუტანია. დიახ მეტი არაფერი და არც მინდა რომ ვინმემ ჩემს ზურგს უკან ამაზე ხმამაღლა ისაუბროს და იცინოს. გული ცუდად მაქვს, თუკი მაქვს ამ ბოლო დროს. მიყვარს კი? მძულს კი? მომწონს კი? მეზიზღება კი? არ ვიცი. ყელში დიდი ტკივილის ბურთი მაქვს გაჩხერილი, რომელსაც ვერ ვყლაპავ. ვიცინი, მაგრამ ამ სიცილისას გულში ყველაფერი მიძრწის, ვცეკვავ და მხოლოდ სხეული მოძრაობს, ვმღერი და მხოლოდ ხმა ამომდის, ვსწავლობ და არც. გულით ვერაფერს ვაკეთებ. სად დავხარჯო ჩემი მოძალებული გრძნობები? სიყვარულში? ალერსში? ვისთან, მე ხომ არავინ მყავს. გარდა საკუთარი დაცლილი გონებისა. ის ადამიანი ხან მომწონს, ხან არა, მის დანახვაზე მეღიმება, ხან არა, გული მიძგერდება, ხან კი არა. მე ვერ გავიგე ეს რა არის. ჩემთვის სიყვარული არ იარსებებს, ისეთი, რომელის ობიექტიც მხოლოდ მე ვიქნები. ეს შეუძლებელია.ვვინც ამას კითხულობს შუძლია პესიმისტი მიწოდოს. დიახ ეს ასეა, ედგარ ალან პოს ვემსგავსები. ხან ყველაფერში სიშავეს ვხედავ, ხანაც ფერების სიმრავლისგან თვალები მიჭრელდება. ვიცი ეს ჩემი ორბუნებობა დამღუპავს შეიძლება ის კიბე, რომელზეც ავდივარ ჩამოინგრეს. როგორმე საკუთარ თავში უნდა გავერკვე. ან მარტო ან ვინმეს დახმარებით ისეთ ადამიანთან მჭირება საუბარი, რომელიც ნაკლებად მიცნობს. მგონი ვიცი ვინც არის და მისი თვალთახედვა ძალიან მაინტერესებს. მგონი გამოსავალი ვიპოვე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი