რა მინდა?


რა მინდა?
არ ვიცი. მე არაფერი ვიცი. ჩემი ცხოვრება ჩემთვისაც კი უცნობია. მე მინდა მქონდეს კარგი სახლი, ტანსაცმელი, საჭმელი, მანქანა, ბევრი ფული და ა.შ, მაგრამ მთავარი რა არის? რა მინდა? ოჯახისწევრები ნერვებს მიშლიან მაბრაზებენ და მაგიჟებენ მინდა, რომ სათითაოდ მოვახრჩო ზოგჯერ და მოვისვებ, მაგრამ ათ მცნებას დავარღვევ. გაგულისებული და გაბრაზებული ვარ. აზრებს ვერ ვაწყობ, ერთიდან მეორეზე სწრაფად გადავრბივარ. სიმღერა, წერა და ხატვა მათავისუფლებს მხოლოდ ეს მატებს აზრს ჩემს არსებობას. 
მე დავიღალე და მომბეზრდა აქ ერთ ადგილზე ყოფნა. თექვსმეტი წლის ვარ და ჯერ მსოფლიო ნანახიც კი არ მაქვს. როცა შესაძლებლობა მაქვს ყველაფერს მიფუშავენ და მინგრევენ ჩემს მომავალში ხელებს აფათურებენ. ამ სტრიქონების წერისას თვალის უპეები ცრემლით ამევსო და საცაა მდინარეებად გადმოიღვრებიან. აი ისიც ერთი წვეთი კომპიუტერზე დაეცა. 
ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. მიზანი არ მაქვს. ვერ ვპოულობ, მეკერგება ან მე ვიკარგები და ვშორდები მას. დაბნეული ვარ. ვზარმაცობ, არა ვუსაქმურობ. სწავლა აღარ მინდა, მხოლოდ ჭამაზე და ტანსაცმელზე ვფიქრობ. ცხოვრება მრუმე და უღიმღამო მაქვს ერთი და იგივე. გული მიშავდება. ვგრძნობ როგორ მექაჩება თავისკენ უფსკრული, რომელსაც ბოროტი სული ადამიანებისთვის ხლართავს. რა მჭირდება? ალბათ ადამიანი, რომელიც გამიგებს და სიძნელეების გადატანაში დამეხმარება, მაგრამ ასეთი არ არსებობს, მსოფლიო გადაგვარდა. ვეღარავის ენდობი ვინ იცის რაში გამოიყენებენ შენს გრძნობებს. ამიტომ სიჩუმეს ვამჯობინებ თუ მშობლებს ვეტყვი რამეს მაშინვე ფიქრობენ, რომ ვიღაც მიყვარს ამას უფრო მამაჩემი იფიქრებს, მაგრამ როცა არაფერს ვყვები იგივეს ფიქრობს. არ ვიცი ამდენის ჩემში დაკავებას თუ შევძლებ, ერთხელაც ავფეთქდები და საქმე ცუდად წამივა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი