სიბნელე ..


სიბნელე. რხევა თეთრი ფარდების.
მიყურადება შიშით ორსულთა
ნელსურნელების. ინთება-ქრება
ჭაღი-სანთელი. შრიალებს ბინდი.
ჭედავს სიჩუმე. ჩაბრუნებული
გულში ცრემლების ისმის შხუილი…
და მიყვარდება და მაჟრიალებს—
ღმერთმა უწყის - ვინ-რატომ და
რისთვის-როგორ ხდება ეს ბორო
ტეულთა წამსასწაულში? ვიბრა
ციები ყრუმუნჯ ზარების. საკმელის
სუნი. სევდა ხატების. გარყვნილ
ანგელოსთა გალობა-გვრინი. დე
მონთა ბნედა. მორჩილთა ხსენი.
რა ეშველება უჩვენოდ სივრცეს;
ჩემო დინა და ციო, ემინე, რომ
მანებივრებთ შორითშორიდან
და სულს გიბერავთ ქერა კულუზე
ლამაზი ღმერთი. მე კი მარტოკა
საოცრებათა მოლოდინში ვფრენ
და ვენარცხები ექოს უთქმელის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი