აიმ კვასკვასა ბროწეულებით ..
აიმ კვასკვასა ბროწეულებით დანაღმულ მწუხრის მხურვალ უბეში მოულოდნელად მინდა ავფეთქდე და განვეფინო ა ე ი ო უ - დ მშობლიურ სივრცის ჯერაც აუხსნელ ლაბირინთებში, ოღონდ არ გამთქვა რეზონანსულ ნახევარბგერის ხიბლით შერხეულ სინდისს გაფიცებ: მართლები თვი თმკვლელს წმინდა ტაძრიდან გამოსვენებას არ აღირსებენ. ვინ იცობაა — თუ გამომრიყა ანაკლი ასთან, ან განმუხურში, დაუყოვნე ბლივ დაანთეთ ცეცხლი, შემაგდეთ შიგ და აღუვლინეთ საგალობელი მარჯნის რიფებში მთვლემ თევ ზებსა და წამით წამზე დასაბადებლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი